მთავარი

დამტკიცებულია
სკოლის დირექტორი : გიორგი გიორგაძე
2018 წ.

შპს „თამარიონი+”-ის
სასკოლო სასწავლო გეგმა

(პროექტი)

2018-2019 სასწავლო წელი

შპს „თამარიონი+“-ის სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება და შედგენილია 2011-2016 სასწავლო წლის ეროვნული გეგმიდან, შემუშავებულია კათედრებთან და დამტკიცებულია დირექტორის და პედსაბჭოს მიერ.
ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც აღწევს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სრულ შედეგს. ითვალისწინებს პატრიოტული, დამოუკიდებელი, შემოქმედითი, საკუთარი შესაძლებლობის მუდმივი განვითარების შემძლე ინფორმირებულ და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდას.
შპს ,,თამარიონი+“-ის სასკოლო სასწავლო გეგმა ორიენტირებულია მოსწავლის შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგზე, ცოდნის ხარისხზე. მოსწავლის ინფორმირებასთან ერთად უნარ-ჩვევებისა და დამოუკიდებლობის გამომუშავებაზე, რომლის გამოყენებაც მოსწავლეს მთელი ცხოვრების მანძილზე შეეძლება.
სკოლა განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.

ძირითადი პრინციპები

  1. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება. ზოგადი განათლება სკოლაში იყოფა სამ საფეხურად:
    1. დაწყებითი I-VI კლასი
    2. საბაზო VII-IX კლასი
    3. საშუალო X-XII კლასი
    დაწყებითი საფეხურის ამოცანებია:
    ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
    ბ) საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
    გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.
    საბაზო საფეხურის ამოცანებია:
    საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.
    საშუალო საფეხურის ამოცანებია:
    ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
    ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

სკოლის აკადემიური კალენდარი:

1. სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და სრულდება 15 ივნისს.
2. II-XI კლასისთვის სულ 176 სასწავლო დღეა (I სემესტრი: 75 სასწავლო დღე; II სემესტრი: 101 სასწავლო დღე).
3. I – XII კლასისთვის სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და სრულდება 25 მაისს.
(I სემესტრი – 75 დღე, II სემესტრი – 86 დღე. სულ 161 სასწავლო დღე).

არდადეგები და უქმე დღეები:

23.11.2018 გიორგობა
19.01.2019 ნათლისღების დღესასწაული
08.03.2019 ქალთა საერთაშორისო დღე
09.04.2019 “საქ. დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე ”
09.05.2019 ფაშიზმზე გამარჯვების დღე
30.12.2018- 14.01.2019 – საშობაო არდადეგები
08.03.2019 – 15.03.2019 – საგაზაფხულო არდადეგები
26.04.2019 – 29.04.2019 – სააღდგომო არდადეგები

გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:

კლასი I II-III IV-V VI-VIII IX X-XII
მაქსიმალური დასაშვები საათები
(ასტრონომიული) დღეში
 3  4  4  5 5-6 5-6

კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II და III კლასებში – 40 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია.
გაკვეთილის პროცესი II-XII კლასებში გრძელდება 45 წუთი, ხოლო I კლასში 35 წუთი.

დღის განრიგი

პირველი ცვლა:

I კლასი

დაწყება დამთავრება
1 09:00 09:35
2 09:40 10:15
3 10:20 11:15
4 11:25 12:10

II-III კლასი

დაწყება დამთავრება
1 09:00 09:40
2 09:45 10:25
3 10:30 12:00
4 11:20 12:10
5 12:05 12:45

VIII-XII კლასი

დაწყება დამთავრება
1 09:00 09:45
2 09:50 10:35
3 10:40 11:25
4 11:35 12:20
5 12:25 13:10
6 13:15 14:00
7 14:05 14:50

მე-2 ცვლა:  IV-VII კლასი

დაწყება დამთავრება
1 13:15 14:00
2 14:05 14:50
3 14:55 15:40
4 15:50 16:35
5 16:40 17:25
6 17:30 18:15

მოსწავლეებს გაკვეთილების შუალედში აქვთ ხუთ ან ათწუთიანი შესვენება.

შპს „თამარიონი+“-ის 2018-2019 სასწავლო წლის საათობრივი ბადე

კლასი I II III IV V VI
ქართული ენა და ლიტერატურა 7 7 6 6 5 5
მათემატიკა 4.5 5 5 5 4 4
ინგლისური ენა 2 2 3 3 3 3
რუსული ენა 2 2
ჩვენი საქართველო 3 3
სამოქ. თავდ. და უსაფრთხოება 0.5
ბუნებისმეტყველება 2 2 3 3 3 3
ი.ს.ტ. 0.5 2 2
სახ. და გამოყ. ხელოვნება 2 2 2 2 2 2
მუსიკა 2 2 2 2 2 2
სპორტი 2 2 2 2 2 2
სულ სთ. რაოდენობა კვირაში 22 22 23 23.5 28 28

II-III საფეხური

კლასი VII VIII IX X XI

XII

პროგრამ.

XII

აბიტუ-რი.

ქართული ენა და ლიტერატურა 5 5 5 5 5 5 1
მათემატიკა 4 4 4 5 5 5 1
ინგლისური ენა 3 3 2 2 2 2 2
რუსული ენა 2 2 2 2 2 2 2
ისტორია 3 3 4 2 3 2 1
სამოქ. თავდ. და უსაფრთხოება 0.5
გეოგრაფია 2 2 2 2 2 0 1
ი.ს.ტ.
სამოქალაქო განათლება 2 3
საგზ. ნიშნები და მოძ. უსაფრთ. 1.5
ბიოლოგია 2 2 3 2 1
ფიზიკა 2 3 2 2 1
ქიმია 2 2 2 3 1
სახ. და გამოყ. ხელოვნება 2 1.5 1.5
მუსიკა 2 1.5 1.5
სპორტი 2 2 2 2 1.5 2
არჩევითი საგნები 2 2 1
სულ სთ. რაოდენობა კვირაში 28 30.5 33 32 31 19.5 9

სასკოლო სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებასკოლას უფლება აქვს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გამომდინარე მოსწავლეს მისცეს პიროვნული განვითარების ცოდნის, განათლებისა უფლება.
არსებული წრეები მოზარდს ჩამოუყალიბებს: ცხოვრების მიზნის სწორად განსაზღვრას და მომავალი პროფესიის სწორი არჩევანის გაკეთებას; სხვადასხვა სფეროში გამოავლინოს ნიჭი და ინტერესი; გაუღვიძოს პატრიოტიზმისა და ტოლერანტობის გრძნობა.
სკოლასთან არსებული წრეები მშობელს დაეხმარება მოსწავლის თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვაში;
წრეები
1. სახალისო მათემატიკის წრე – ხელმძღვანელი: მზია ბიბილაშვილი
2. ინტელექტუალური კლუბი (რა? სად? როდის?) – ხელმძღვანელი: მანანა ყორანაშვილი
3. სამოქალაქო კლუბი „თამარიონი“ – ხელმძღვანელი: ნინო ჩიფჩიური,
4. გარემოსდაცვითი წრე – ხელმძღვანელი: ნანა სადუნაშვილიდამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების მიზნებია:
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.კონკრეტული თემით დაინტერესებულ მოსწავლეთა გამოვლენა და მათვის შემოქმედებითი უნარის გასავითარებლად სასურველი გარემოს შექმნა;
მოზარდს დაეხმაროს თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვაში;
განუვითაროს მოზარდს მხატვრული ღირებულებების სწორად შეფასების უნარი;
შეუწყოს ხელი არაქართველენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის ათვისებაში;
დაეხმაროს მოზარდს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში;
დაეხმაროს მოზარდს კომუნიკაციური უნარ- ჩვევების განვითარებაში;
არასაბიუჯეტო თანხების მოზიდვაამოცანები:
წრეების მეცადინეობის ორგანიზება;
ღონისძიებების მოწყობა და მასში მონაწილეობაწრეების მუშაობის შეფასება მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების ოგანიზება-მონაწილეობით.წრეების მუშაობის გრაფიკი
2017-18 სასწ. წელი
№ წრეების დასახელება ხელმძღვანელი დღეები დრო კლასები
1 სახალისო მათემატიკის წრე მზია ბიბილაშვილი ოთხშაბათი,
პარასკევი 15:00
I-VII
2 სამოქალაქო კლუბი „თამარიონი“ ნინო ჩიფჩიური ორშაბათი 15:00 VIII-XI
3 ინტელექტუალური კლუბი (რა, სად, როდის) მანანა ყორანაშვილი სამშაბათი 15:00
VIII-XII
4 გარემოსდაცვითი წრე ნანა სადუნაშვილი ხუთშაბათი 15:00 VII-XI
ინკლუზიური განათლებასსსმ მოსწავლის არსებობის შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს სპეცმასწავლებლით. ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოწავლის ჩართვას ზოგასაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება ეროვნულ გეგმაზე დაყრდნობით სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ სასწავლო გეგმის ნაწილს. გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს.ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მუშავდება ყველა საგანში
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციას მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ;დასწრება და გაცდენები.
ინკლუზიური მოსწავლის შეფასება ხდება იმავე პრიციპით, რომლითაც ხდება ნებისმიერი მოსწავლის შეფასება. თუკი მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი დონით. წლის ბოლოს მოსწავლისთვის დგება ადაპტირებული პროგრამა, რომელიც ეყრდნობა მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმას
გაცდენები
საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლემ თუ გააცდინა სემესტრის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% ან მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
შეფასების პრინციპები
სკოლის შეფასების სისტემა და მეთოდები
მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები:
მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება არის ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.
მოსწავლე ფასდება სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა
შეფასება განმავითარებელი განმსაზღვრელი
მიზნები სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
ამოცანები ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;
წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;
მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;
მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;
ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება. ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება განხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით. მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვებაწარმატების კრიტერიუმი კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით – რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს) მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმები მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..
მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით. მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).
აკადემიური მიღწევის დონეები
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით: ქულები შეფასების დონეები

 ქულები შეფასების დონეები
10 მაღალი
9
8 საშუალოზე მაღალი
7
6 საშუალო
5
4 საშუალოზე დაბალი
3
2 დაბალი
1

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.
8. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.
9. V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
10. მოსწავლის შეფასების კომპონენტები
სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) მიმდინარე საშინაო დავალება;
ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
11. მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ნებისმიერ კომპონენტში.
12. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:
ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),
ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),
გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).
ამ მუხლის მე-3 პუქტით განსაზღვრულ კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს.
13. I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
14. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
15. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი საბაზო-საშუალო საფეხურები
მიმდინარე საშინაო დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება
მიმდინარე საკლასო დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება
შემაჯამებელი დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება
16. დაწყებითი საფეხურის (I-IV)კლასებში მოსწავლე ქულებით არ ფასდება. ამ კლასებში სემესტრისა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა თითოეული მოსწავლის შესახებ უნდა დაწეროს მოკლე შემაჯამებელი შეფასება, სადაც ისაუბრებს მოსწავლის წარმატებებზე, ჩამოაყალიბებს რჩევებს, რაც დაეხმარება მოსწავლეს შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში;
17. V- XII კლასებში მოსწავლე ფასდება 10 ქულიანი სისტემით;
18. V – XII კლასებში, საგა ნი – სპორტი მოსწავლე ფასდება სისტემით: არ ჩაეთვალა, ჩაეთვალა;
19. მასწავლებელმა გაცდენები და ნიშნები ყოველდღიურად უნდა ჩაწეროს საკლასო ჟურნალში;
20. ოფიციალური სტატუსის მქონე საბუთად ჩაითვალოს საკლასო ჟურნალი, რომელშიც მიმდინარე ნიშნებთან ერთად გაფორმდება სემესტრული და წლიური ნიშნები. საკლასო ჟურნალის დროულად შევსებაზე პასუხისმგებელია კლასის დამრიგებელი, ხოლო შენახვასა და წარმოების მონიტორინგზე დირექტორის მოადგილე;შემაჯამებელი დავალებები და მინიმალური რაოდენობა:
ეროვნული სასწავლო გეგმა თვითოეულ საგანში განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელ შემაჯამებელ დავალებათა სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას,რომელიც მითითებულია საათობრივ ბადეში. 2018-2019 სასწავლო წელს სკოლა ყველა საგანში ტოვებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო შემაჯამებელი დავალებების მინიმალურ რაოდენობას, თუმცა სემესტრის განმავლობაში სკოლაში ტარდება საჭიროებიდან გამომდინარე სარეიტინგო წერები.სარეიტინგო წერების შედეგად მიღებული ნიშნები არ აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე;
დაბალი ნიშნით შეფასება დისციპლინური სასჯელის მოტივით არ არის გამართლებული. საგნის ნიშანი გამოხატავს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას.
მოსწავლე, რომელიც გააცდენს შემაჯამებელ დავალებას, აღდგენის საშუალებას სკოლა მისცემს სამჯერ ყოველი თვის ბოლო კვირას.

გამოცდები და გამოცდების ტიპები

სკოლაში ტარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) საშემოდგომო გამოცდა;
ბ) ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა;
გ) სკოლის გამოსაშვები გამოცდა,
დ) სემესტრული გამოცდა.
საშემოდგომო გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში,თუ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის მინიმალური ბარიერი 5,0 ქულა.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში,თუ მოსწავლემ გააცდინა ეროვნული სასწავლო გეგმით თითოეული საგნისათვის სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საატების რაოდენობის 30% და მეტი.
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის მისაღებად მოსწავლემ უნდა ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების ვადები, წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.
სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები სემესტრული გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
სემესტრულ გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.საგნობროვი კათედრებისკოლაში არსებული კათედრების მიზანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება ერთიანი ეროვნული გეგმის პრინციპებზე დაყრდნობით; საწავლო რესურსების შერჩევა; საათების განაწილება,სწავლების კოორდინირება; გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა;
კათედრის წევრთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; სკოლაში ფუნციონირებს ხუთი საგნობრივი კათედრა;
1. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა;
2.მშობლიურიდა უცხო ენების კათედრა
3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ისტის კათედრა;
4. დაწყებითი საფეხურის კათედრა
5. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა
სასწავლო წლის მანძილზე სკოლას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ტიპის აქტივობები:
1. სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მოწვევა და მოსწავლეებთან შეხვედრა.
2. ექსკურსიები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე უნივერსიტებში.
3. უცხოური უნივერსიტეტებისა და კოლეჯების გაცნობა ინტერნეტსაიტების მეშვეობით.
4. ექსკურსიები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე პროფესიულ კოლეჯებში.
5. ექსკურსიები სხვადასხვა ორგანიზაციებში.
6. ექსკურსია საქართველოს პარლამენტში (თბილისი)
7. ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებში.

კლასის დამრიგებელი

1. სკოლის შინაგანაწესის, დებულების მოსწავლეთათვის გაცნობა და განმარტება , რათა ზემოაღნიშნული დოკუმეტები იქცეს აუცილებელ წესად და ნორმად;
2. მოსწავლეებთან ერთად კლასში მოსწავლის ქცევის წესების შემუშავება და კლასში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა;
3. სადამრიგებლო კლასის მოსვლამდე სკოლაში 15 წუთით ადრე გამოცხადება და გაკვეთილების დასრულებამდე დარჩენა;
4. კლასის ჟურნალის მოვლა-შენახვა;
5. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ყოველდღიური დასწრების აღრიცხვის შემოწმება;
6. შესვენების დროს სადამრიგებლო კლასში დისციპლინაზე კონტროლი;
7. საკლასო ოთახის ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
8. მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა;
9. მშობლისათვის შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროული შეტყობინება;
10. ყოველი თვის და სემესტრის ბოლოს მშობლისათვის შვილის აკადემიური მოსწრების შეტყობინება;
11. მოსწავლეთა პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერის შეტანა;
12. თვეში ოთხჯერ სადამრიგებლო საათის ჩატარება;
13. თვეში ოთხჯერ კითხვის საათის ჩატარება;
14. მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
15. მოსწავლის ინტერესებისა და მისწრაფებების დადგენა;
16. საგნის მასწავლებელისათვის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, წარმატებებისა და პიროვნული პრობლემების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოწოდება;
17. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებლებს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ფასილიტატორობა;
18. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
19. სასკოლო ცხოვრებაში (ოლიმპიადა, კონკურსი, პროექტი და სხვა) მოსწავლის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
20. სასწავლო წლის დასასრულს დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს: სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის ქულების, დასწრებისა და ქცევის ანალიზის მომზადება ინდივიდუალურად.
სკოლა ვალდებულია, დაიცვას შედგენილი ანალიზის კონფიდენციალობა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საერთო წლიური ნიშანი 5.0-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე შემდეგ სასწავლო წლებში, მოსწავლის (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი) მნიშვნელოვანი პროგრესის აუცილებლობაზე, რათა მან შეძლოს საფეხურის წარმატებით დასრულება.
I. დამრიგებელმა სასწავლო წლის ბოლოს მოკლედ უნდა დაახასიათოს თითოეული მოსწავლე, სადაც გააანალიზებს:
1. მოსწავლის ძლიერ მხარეებს, წარმატებებს აკადემიური და სოციალური კუთხით, ჩართულობას სასკოლო ღონისძიებებში;
2. მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
3. აწესრიგებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დოკუმენტაციას; ხელს უწყობს მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის პოზიტიური ურთიერთობის გამყარებას სკოლასა თუ სკოლის გარეთ.
4. ეხმარება თითოეულ მოსწავლეს თანაკლასელებთან ურთიერთობის დარეგულირებასა და კლასის ერთ გუნდად ჩამოყალიბებაში.
დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარეას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეებში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში
დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგის შესახებ;
სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება;
გააცნოს კლასს სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, დისციპლინარული კომიტეტის, დისციპლინარული გადაცდომების პრევენციული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტები, საჭირო შემთხვევაში პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები რაც ეხება სკოლას, კლასს.დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწვდინოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
აღზრდის მთლიანობა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებელის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათის სათანადო პირობების შექმნა;
მოსწავლეთა ჩართულობა – ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ–ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს ტავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.