6 წლიანი სამოქმედო გეგმა

შპს – „თამარიონი+“-ის სტრატეგიული განვითარების ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა
2018-2024 წწ.

შპს – „თამარიონი+“-ის მრავალწლიანი გეგმის უმთავრესი მიზანია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

სამოქმედო გეგმა
N შინაარსი შესრულების (განხორციელების) დრო
1 მოსწავლეთა რაოდენობის ეტაპობრივად ზრდა. 2018-2024 წწ.
2 სკოლის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივად გაუმჯობესება. 2018-2024 წწ.
3 სკოლის აღჭურვა/განახლება სასწავლო თვალსაჩინოებებით. 2018-2024 წწ.
4 სასკოლო ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მუდვიმი შევსება ახალი წიგნადი ფონდით, მისი კომპიუტერიზაცია. 2018-2024 წწ.
5 მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობა. 2018-2024 წწ.
6 საგნობრივი კვირეულების ჩატარება (ცოდნის კვირეული). 2018-2024 წწ.
7 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისი სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულებით პედაგოგთა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული განვითარების ხელშეწყობა. სკოლის მფლობელობაში არსებულ შენობაში ადაპტირებული გარემოს სრული უზრუნველყოფა. 2018-2024 წწ.
8 სკოლის სრულად დაკომპლექტება სერტიფიცირებული მასწავლებლებით. 2018-2024 წწ.
9 საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება. 2018-2024 წწ.
10 სისტემატური მონიტორინგის განხორციელება, მოსწავლეთა მიღწევების ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2018-2024 წწ.
11 სკოლის აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სახის პროგრამებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, ოლიმპიადებში. 2018-2024 წწ.
12 ელექტრონული მონაცემთა ბაზის სრულყოფა, სპეციალური პროგრამის დანერგვა (მოსწავლეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია – დასწრება, ნიშნები, მიღწევები, ისტორია – მოსწავლეთა მობილობა, ელექტრონული ჟურნალი და გაკვეთილების ცხრილი, მასწავლებელისა და სკოლის შესახებ ინფორმაცია). 2018-2024 წწ.
13 სკოლის ბაზაზე კომპიუტერული და უცხო ენების სწავლების ცენტრის ჩამოყალიბება. 2018 წწ.
14 პარტნიორობა კერძო და საჯარო სკოლებთან, ერთობლივი პროგრამების მომზადება და განხორციელება. 2018-2024 წწ.
15 კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუდმივი ზრუნვა. 2018-2024 წწ.