ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

შპს – „თამარიონი+“-ის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
2018-2019 წ.

სამოქმედო გეგმა
N შინაარსი შესრულების (განხორციელების) დრო შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი
1 სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. წლის განმავლობაში დირექცია
2 სკოლის აღჭურვა სასწავლო თვალსაჩინოებებით. წლის განმავლობაში დირექცია, საგნის მასწავლებლები
3 საგნობრივი კაბინეტების სრულყოფაზე ზრუნვა. წლის განმავლობაში დირექცია, საგნის მასწავლებლები
4 სასკოლო ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, შევსება ახალი წიგნადი ფონდით. წლის განმავლობაში დირექცია, საგნის მასწავლებლები
5 მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობა. სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დროს საგნის მასწავლებლები
6 საგნობრივი კვირეულების ჩატარება (ცოდნის კვირეული). სემესტრში ერთხელ კათედრები
7 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისი სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულებით პედაგოგთა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული განვითარების ხელშეწყობა. წლის განმავლობაში დირექცია, კათედრები
8 სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებლებით დაკომპლექტებაზე ზრუნვა. წლის განმავლობაში დირექცია
9 პედაგოგების დატრენინგება საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისათვის. 15-30 სექტემბერი სკოლის ხარისხის მართვის სამსახური
10 სისტემატური მონიტორინგის განხორციელება, მოსწავლეთა მიღწევების ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. წლის განმავლობაში დირექცია, კათედრის გამგეები
11 სკოლის აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სახის პროგრამებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, ოლიმპიადებში. 2018-2019 წ. საგნის მასწავლებლები
12 მასწავლებელთა ტრენინგებზე, სემინარებზე და სახელმძღვანელოთა პრეზენტაციებზე დასწრების უზრუნველყოფა. 2018-2019 წ. დირექცია, ხარისხის მართვის სამსახური
13 გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების ორგანიზება. 2018-2019 წ. კათედრის გამგეები, ხარისხის მართვის სამსახური
14 „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ სრულფასოვნად ამოქმედებისა და სკოლაში ეფექტურად დანერგვის მიზნით, სქემაში ჩართული ყველა პირის ფუნქცია მოვალეობების გაცნობიერებისათვის, ასევე გასავლელი ყველა ეტაპის სრულყოფილად დაგეგმვის მიზნებისათვის აქტიური მუშაობა. 2018-2019 წ. ხარისხის მართვის სამსახური
15 პედაგოგების კონფერენციებსა და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა. 2018-2019 წ. დირექცია, ხარისხის მართვის სამსახური
16 კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუდმივი ზრუნვა. 2018-2019 წ. დირექცია, მასწავლებლები